ჩვენს შესახებ
მოგესალმებით ეს გახლავთ გურული ჩაის კომპანია,რომელიც ითვალისწინებს საუკუნოვან გამოცდილებას და აკეთებს ნამდვილ ქართულ ჩაის,რომელიც გაგაოცებთ მისი გემოვნური თვისებებით.
ჩანიტი,ალბათ სახელმაც გაგაკვირვათ.ნება მომეცით აგიხსნათ თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს:როგორც მოგეხსენებათ გურულები ჩაის ხშირად ''ჩა"_ს ვუძახით,ხოლო "ნიტი" სიკაშკაშის ერთეულია,ამ ორი საუკეთესო სიტყვის შეერთებით გამოვიდა "ჩანიტი",ანუ ჩაი რომელიც კაშკაშებს.
ჩვენ ჩაის გურიაში,კერძოდ ოზურგეთის რაიონის სოფ.გაღმა დვაბზუშ ,ოჯახურ საწარმოში ვამზადებთ კლასიკური მეთოდით.ჩაის ნედლეულს ვიღებთ ნასაკირალის ფერდობებიდან,შემდეგ ვახთენთ მის ღნობას, გრეხა,ფერმენტირებასა და შრობა.ამ ყველა საფეხურის ზუსტი დაცვის შედეგად ვიღენთ შავ ჩაის,რომელიც გამორჩეულია მისი არომატითა და გემოთ.
ნანა მელაშვილი,რომელიც ჩანიტის დამფუძნებელია,მრავალწლიანი გამოცდილების
ტექნოლოგი, რომელიც ბევრი წელია მუშაობს ჩაი წარმოებაში.
ჩაი, რომელსაც ამჟამად აწარმოებს გამოირჩევა თავისი უნიკალური
გემოვნური თვისებებით, რასაც განაპირობებს
ჩაის პლანტაციის გარშემო არსებული ევკალიპტის ნარგავები.საწარმო ოჯახური წარმოების ტიპისაა და მასში დასაქმებულია ხუთი ადგილობრივი ქალი.